01:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 17:01:27, 563 ნახვა

სამართალი
პოლიციის უფლებამოსილებები, შესაძლოა, გაიზარდოს

პოლიციის ფუნქციები, შესაძლოა, გაფართოვდეს. 

ცვლილებას „პოლიციის შესახებ" კანონპროექტი  ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. 

პროექტის თანახმად, პოლიციის ფუნქციებს დაემატება საექსპერტო–კრიმინალისტური საქმიანობა და დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ პირთა, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება.

ამასთან, პოლიციას საკანონმდებლო დონეზე განესაზღვრება შესაბამისი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება. კერძოდ, ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე  ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება, რომელთა გამოყენება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს ზიანს არ მიაყენებს. 

კანონით გათვალისწინებული ცვლილება ასევე განსაზღვრავს პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობას, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მიზნით მჭიდრო თანამშრომლობა სხვა სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებსა და ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან. 

აქვე, პოლიციის ფუნქციებში აღარ შევა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, შეზღუდვის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის), აგრეთვე სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის ცვალებადობის შესახებ შეტყობინების მიღებისა და შესაბამისი უფლებამოსილ სუბექტებზე განაწილება. 

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics