23:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 13:24:27, 785 ნახვა

სამხედრო
პრემიერმა და მთავრობის წევრებმა ვაშინგტონში, „ვოლტერ რიდის“ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი მოინახულეს

ვაშინგტონში, “ვოლტერ რიდის” ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე პრემიერ მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მოინახულეს.

ივერი ბუაძე გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა.

თავდაპირველად მას გერმანიაში მკურნალობდნენ, ახლა კი რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში უტარდება.

„ვამაყობ, რომ გვყავს ასეთი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მათთან ვალში ვართ და არასოდეს დავივიწყებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რომელიც, მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის.

უზარმაზარი ენერგია და სტიმული მომცა ივერის სიტყვებმა, რომელიც მან დღეს კლინიკაში მითხრა:

“ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა”...

სრულად ვეთანხმები - ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ინსტიტუტია. მადლობა სამსახურისთვის! ჩვენ ისევ შევხვდებით, თბილისში...“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics