03:30 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 14:21:43, 673 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა რუსეთს დღეიდან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით მიმართავს

„უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ 19 იანვრიდან  დონბასში ცეცხლის შეწყვეტა უზრუნველყოს“,-ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, ნოემბერში მინსკში გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში უნდა მოხდეს, რაც უკრაინის მოქალაქეთა უსაფრთხოებას უზრნველყოფს.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს შეთანხმება საშუალებას მოგვცემს დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და ჩვენს მოქალაქეებს ბოევიკთა დაბომბვისგან დაიცავს, რასაც ისინი უკვე ბოლო 4 თვეა შეუწყვეტლივ ახორციელებენ“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის განცხადებაზე, კრემლს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ლიდერ პეტრო პოროშენკოს მიმართვა გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც რუსეთი მზად არის  ეუთო-სთან ერთად დონბასში ცეცხლის  შეწყვეტა უზრუნველყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics