21:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 00:05:43, 775 ნახვა

სამართალი
18 წლის ბეგი მამალაძის მკვლელობის ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს  და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად,   1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით  დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოს მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ბეგლარ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება    განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით).

დღეს "ექსპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძის პლატოზე 18 წლის ბეგი მამალაძის მკვლელობის სავარაუდო მოტივი შურისძიება გახდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მოკლულის ახლობლებმა განუცხადეს, მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად ნუცუბიძის პლატოზე 1 წლის წის ჩადენილი მკვლელობა გახდა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდების ჯგუფი ბეგი მამალაძეს და მის მეგობრებს შურის საძიებლად ეძებდნენ. მოკლულის კლასელების მტკიცებით, ნუცუბიძეზე ერთი წლის წინ ჩადენილ მკვლელობასთან არც ბეგი მამალაძეს და არც მის მეგობრებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics