17:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:20:40, 665 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველი: ბევრი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნებია

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, შეფასებით, ბევრი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნები არსებობს.

ამის შესახებ ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ომბდუსმენის ანგარიშში 2013-2014 წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეებიც მოხვდა, მათ შორის, ანგარიშში საუბარია  "ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდოდ უკანონოდ გაყვანისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე".

"საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი აპარატში ათეულობით საჩივარი იყო შემოსული, რომელიც სწორედ მსგავსი არასათანადო მოპყრობის  ფაქტებზე   მიუთითებდა და სამწუხაროდ, ბევრი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნებია. დღემდე უცნობია 2013 -2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები.მათ შორის თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ, უკანონოდ აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდოდ უკანონოდ გაყვანისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე.კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმეების გამოძიებას  ჩვენ წინა წლებშიც ვითხოვდით",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics