14:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-16 17:24:33, 511 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზესტაფონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გრიგოლ ა. და 1989 წელს დაბადებული რატი მ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური დააყაჩაღეს, საიდანაც 660 ევრო, 4295 ლარი, 1961 აშშ დოლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე ბრალდებული დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ,,მაკაროვის“ და ,,ბარეტას“ სისტემის პისტოლეტები, ვაზნები და ყაჩაღურად გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2და მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics