03:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 12:36:27, 875 ნახვა

სამხედრო
ძოძუაშვილი: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაა დაინტერესებული",- ამის შესახებ, სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძაძუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

როგორც ძოძუაშვილმა აღნიშნა, ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.  სისტემა დიდ დაინტერესებას იწვევს განსაკუთრებით სეტყვასაშიში პროცესებით რისკიან ქვეყნებში  და უკვე იგეგმება  სამუშაო ჯგუფის გამგზავრება სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით. 

კახეთში დამონტაჟებულმა სისტემამ 2015, 2016 და 2017 წლების სეზონზე არსებული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა. გასული წლების არსებული სტატისტიკის გაანალიზება გვაჩვენებს, რომ „დელტას“ ავტომატიზირებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად სეტყვისგან მოსალოდნელი ზარალი რამდენჯერმე მცირდება. 

„დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი, რამაც გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც  იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო  საშუალოდ 7-15 წუთია, მაშინ როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის“, -  განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics