18:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 11:31:56, 354 ნახვა

სამართალი
სადახლოს რკინიგზის განყოფილებაში მომსახურე პოლიციის თანამშრომლებს ინტერპოლის ბაზასთან დაკავშირებული მოწყობილობა გადაეცათ

ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ სადახლოს რკინიგზის განყოფილებაში მომსახურე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს საჩუქრად MIND მოწყობილობა გადასცა, რომელშიც განთავსებულია ინტერპოლის ხელთ არსებული მოპარული/დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების მონაცემთა სრული ბაზა (SLTD).

უწყების ინფორმაციით, აქამდე საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მატარებლებში ახორციელებენ პიროვნებების შემოწმებას, ინტერნეტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე ინტერპოლის მონაცემთა ბაზასთან (SLTD) პირდაპირი კავშირის დამყარებას ვერ ახერხებდნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რის შემდეგაც საქართველოს მხარეს MIND მოწყობილობა საჩუქრად გადმოეცა.

MIND მოწყობილობა საშუალებას იძლევა მონაცემები გადამოწმდეს ინტერნეტთან წვდომის გარეშე. ზემოხსენებული ბაზა 45 მილიონზე მეტ ჩანაწერს მოიცავს, რომელიც ყოველდღიურად ახლდება ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, რადგან მოპარული ან დაკარგული დოკუმენტები ხშირად გამოიყენება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი და ტერორისტული ჯგუფების მიერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics