15:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 16:49:04, 853 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა მსმენელებს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნო.

თავდაცვის მინისტრმა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე გაამახვილა და ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ტექნიკისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციას, ასევე საერთაშორისო მისიებსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს შეეხო. ლევან იზორია ნატოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხს და პარტნიორ ქვეყნებთან უკვე განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებს შეეხო. მინისტრმა ჰიბრიდულ ომზეც ისაუბრა და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსმენელებმა თავდაცვის მინისტრს კითხვები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების, რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის, ასევე თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემების შესახებ დაუსვეს.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics