06:56 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-18 09:46:10, 437 ნახვა

სამართალი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს ლაგოდეხის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილის ინიციატივით, სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) ადგილობრივი საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები ეწვივნენ. 

უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ განხორციელებული პროგრამის – „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ – ფარგლებში, მოსწავლეებს სასაზღვრო პოლიციის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მესაზღვრეებმა მომავალ აბიტურიენტებს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ მიზანია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის პროფესიის შერჩევაში დახმარების გაწევა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics