|
2015-04-16 20:56:26, 626 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი: მოსაზრება, რომ კახა ნაკანი მაინცდამაინც მატროსოვის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი, არ არის სწორი
„მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კახა ნაკანი მაინცდამაინც მატროსოვის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი არ არის სწორი“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა დღეს გამარულ ბრიფინგზე, ნაკანის ადვოკატების მოსაზრებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ე.წ. მატროსოვის დაწესებულება არის ერთადერთი, სადაც ყოფილი თანამშრომლები უნდა განთავსდნენ. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ნაკანთან ერთად სართულზე 112 პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იმყოფება. ამასთან, კახიშვილის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მოპოვებულია დოკუმენტი, სადაც თვითდაზიანების საფუძვლად კახა ნაკანი აცხადებს პროტესტს სპეცრაზმელების დაკავების გამო და შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას თანადგომას უცხადებს. „როგორც იცით, ბატონმა კახა ნაკანმა მიიყენა თვითდაზიანება. ზუსტად ჩვენი თანამშრომლების ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დროულად იქნა აღმოჩენილი სამედიცინო დახმარება. მინდა ავღნიშნო, რომ წინასაგამოძიებო შემოწმების დროს გამოკითხულ იქნა ბრალდებული ნაკანი, რომელიც აცხადებს, რომ არანაირი პრეტენზია ჩვენი თანამშრომლების მიმართ არ გააჩნია. პირიქით, მადლობას აცხადებს იმისთვის, რომ მუდმივად ყურადღების ქვეშ იმყოფება. კონკრეტულად ადვოკატების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თვითდაზიანება მიიყენა პროტესტის ნიშნად და ითხოვდა გადაყვანას მატროსოვის დაწესებულებაში, ვინაიდან, ე.წ. მატროსოვის დაწესებულება არის ერთადერთი დაწესებულება სადაც უნდა განთავსდნენ ყოფილი თანამშრომლები, ეს მოსაზრება არ შეესაბამება სინამდვილეს. მერვე დაწესებულება წარმოადგენს საპატიმრო დაწესებულებას, სადაც შეთანახმებულნი არიან ბრალდებულები და მსჯავრებულები. ეს არის გამანაწილებელი დაწესებულება აღმოსავლეთ საქართველოში. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბატონი ნაკანი იმყოფება განცალკევებით საკანში დახურულ სართულზე, სადაც მასთან ერთად სხვადასხვა საკნებში იმყოფებიან 112 ყოფილი პოლიციის თანამშრომლები. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მაინცდამაინც მატროსოვის დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი არ არის სწორი. ამასთან ერთად მინდა ავღნიშნო, რომ წინასაგამოძიებო შემოწმების დროს, გამოძიების შედეგად მოპოვებულია დოკუმენტი, სადაც თვითდაზიანების საფუძვლად ბრალდებული ნაკანი აცხადებს პროტესტს იმის გამო, რომ სპეცნაზელები არიან დაკავებული და ყველაზე მთავარი, ის უცხადებს თანადგომას ფირცხალავას. ძირითადად, იმ დოკუმენტში, რომელიც მოპოვებულია საგამოძიებო სამსახურის მიერ, რომელიც დაწერილი მისი ხელით, დაზიანების საფუძვლად აცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ფირცხალავას მიმართ და პროტესტს გამოთქვამას სპეცნაზელების გამო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა კახა ნაკანმა დღეს, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კახა ნაკანს ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ სხვა პირებთან ერთად, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)