|
2015-04-16 18:06:39, 360 ნახვა
სამართალი
ბორჯომსა და ადიგენში არარეგისტრირებული შვიდი საამქრო აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, არარეგისტრირებული 7 საამქრო აღმოაჩინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილია ასევე, სხვადასხვა ჯიშის მრგვალი მორების უკანონო მოპოვებისა და უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები, რომელთა საერთო ოდენობამ 98 კუბური მეტრი შეადგინა. უწყების ცნობით, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა რაიონულ სასამართლოებში. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 6000 ლარს აღწევს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)