08:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 13:10:40, 416 ნახვა

სამართალი
გომელაური: მესაზღვრე, რომელმაც შეცდომა დაუშვა და არასრულწლოვანი გაატარა, დაისჯება

შინაგან საქმეთა მინსიტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მესაზღვრე, რომელმაც საზღვარზე შეცდომა დაუშვა და არასრულწლოვანი გაატარა, დაისჯება.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა ჩაატარა და მესაზღვრე სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სასჯელს მიიღებს.

"ვაღიარებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელმაც ბავშვი შეამოწმა, დაუშვა შეცდომა. ადამიანს შეეშალა, ჩვენ ამას ვაღიარებთ. გენინსპექციამ საკითხი მოიკვლია და ეს ადამიანი შესაბამისად დაისჯება. სამსახურიდან გათავისუფლდება, თუ სასტიკი საყვედური გამოეცხადება, ეს  გენინსპექციის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა დებულების შესაბამისად,  ის  ადმინისტრაციულ სასჯელს მიიღებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

რაც შეეხება უშუალოდ  პანკისიდან სიარიაში  ქართველების წასვლის საკითხს, ვახტანგ გომელაურის თქმით, ეს პრობლემა მრავალი წელია არსებობს და დღეს არ დაწყებულა.

"თუ რომელიმე სრულწლოვანი, ან უფროსი ადამიანი წავიდა რაღაც თავის საქმეზე თურქეთის მიმართულებით,  ძალიან რთულია დაუშალო სრუწლოვან ადამიანს, რომელიც თურქეთში  მიდის,  ან თუნდაც სხვა ქვეყანაში. იქიდან სად წავა ის, სირიაში მოხვდება,  თუ სად მოხვდება, ძალიან რთულია განსაზღვრა.ჩვენ ვმუშაობთ, მრავალი წელია ეს პრობლემაა. ეს არ არის 1 დ 2 წლის პრობლემა პანკისის ხეობაში",-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურს ასევე კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თბლისში ერთობლივად 10-მა  ”კანონიერმა ქურდმა” დატოვა საპატიმრო. 

"პირველად მესმის ეგეთი რაღაც. 10 ქურდი გაამართლა სასამართლომ? არვიცი ეგ თემა, გადავამოწმებ, მაგრამ არ მგონია მართალი იყოს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics