05:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 20:13:45, 322 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ინტერპოლმა ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების საფუძვლად ლტოლვილის სტატუსი მიუთითა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმებას ეხმაურება. 

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ.ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად  ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა.

ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ქართული მხარისგან დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუთხოვია და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ძებნილი პირის მიმართ წითელი ცირკულარი გაუქმდა. 

„2013 წლის 10 იანვარს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე.  საკითხის განხილვის პროცესში ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან რამოდენიმეჯერ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ზ. ადეიშვილის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რაზედაც ქართულმა მხარემ დროულად და სრულყოფილად მიაწოდა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიიჩნია, რომ ზ. ადეიშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სრულად შეესაბამებოდა ინტერპოლის კონსტიტუციას და შესაბამისად, 2013 წლის 14 ნოემბერს ზემოაღნიშნული პირის მიმართ გამოცხადდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.
2015 წლის 9 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წერილი, რის საფუძველზეც ქართულ მხარეს ეცნობა, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ გაუქმდა ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ.ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისოძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართული მხარისგან არ მოუთხოვია დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი  დოკუმენტაციის წარდგენა და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ძებნილი პირის მიმართ გაუქმდა წითელი ცირკულარი. შესაბამისად, საქართველოს მთავარიპროკურატურა საკითხის განხილვის პროცესში მოკლებული იყო შესაძლებლობას, რათა ზ. ადეიშვილის მიმართძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დამატებით საკუთარი არგუმენტაცია წარედგინაინტერპოლის გენერალური სამდივნოსთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. 

უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მითითებულ საკითხთან დაკავშირებითკანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics