2015-04-05 04:35:32, 391 ნახვა
სამართალი
ვარკეთილში დაჭრილი 28 წლის პოლიციელი გარდაიცვალა
ვარკეთილში დღეს საღამოს დაჭრილი პოლიციელი ბექა მარგიშვილი, მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ექიმების ცნობით, პოლიციელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა აღმოაჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.
ბექა მრგიშვილი პროზექტურიდან უკვე საკუთარ სახლში გადაასვენეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არაა. არსებული ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქე შემოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მოქალაქემ 2 სამართალდამცველი დაჭრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან