03:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 13:45:49, 814 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია იან კელის შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში აშშ-ს ელჩს იან კელის შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს,  მხარეებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება იყო.

 „ამერიკის ელჩთან ჩამოგვიყალიბდა თანამშრომლობის ძალიან კარგი ფორმატი, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა განვიხილოთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში რეფორმებთან არის დაკავშირებული. მთავარი თემა იყო ის მიმდინარე პროცესები, რომელიც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დროულ და ეტაპობრივ განხორციელებას. ამ მიმართულებით ბევრი რამ იგეგმება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად და, გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ ამ ფორმატის ინტენსიურად გამოყენება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრაზე ყურადღება უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობის საკითხებზე გამახვილდა.

აშშ-ის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭრაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვითხოვეთ დღევანდელი შეხვედრა, რათა მოგვესმინა ევროპაში, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებში, გერმანიასა და ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია. მინისტრმა გაგვიზიარა, თუ როგორი ნაყოფიერი შეხვედრები გამართა მან. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ მსგავსი სახის ღონისძიებებს. ასევე შევეხეთ პროგრესს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის კუთხით არსებობს. ეს პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დახმარებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საქართველომ განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები, ტერიტორიული თავდაცვა. ჩვენ შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან“, - განაცხადა იან კელიმ.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი დაესწრნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics