2015-04-02 17:12:14, 501 ნახვა
სამართალი
ქუთაისში ფოტოსტუდია გაქურდეს
ქუთაისში გუშინ, გვიან ღამით ფოტოსტუდია გაქურდეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, სტუდიიდან წაღებულია ფოტოაპარატი.
„თავდაპირველად შეტყობინება ფოტოაპარატის დაზიანებაზე შემოვიდა და ამიტომ ამ დროისთვის ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს, თუმცა მუხლი გადაკვალიფიცირდება, რადგან სტუდიიდან ფოტოაპარატია წაღებული“, - აცხადებენ შსს-ში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან