11:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 13:50:50, 1842 ნახვა

კომენტარი
ბესელია: ოპოზიცია უსაფრთხოების სამსახურზე მიზანმიმართილ ზეწოლას ახორციელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიცია უსაფრთხოების სამსახურზე მიზანმიმართილ ზეწოლას ახორციელებს, რაც დაუშვებელია. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ისინი სახელმწიფო უწყების დემორალიზაციას ცდილობენ და არ ახსენდებათ ის დრო, როცა ე.წ ფარულ საგამოძიებო მოსმენებს მხოლოდ ერთი ადამიანი აკონტროლებდა და ის დევნის ორგანოდ იყო ქცეული.

"უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აკეთებენ ყველაფერს, რომ გარე საფრთხეები, რომელიც ძალიან ბევრი ქვეყნისთვის უმწვავესია პრობლემაა, აგვარიდონ. ამისთვის მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში. დისკრედიტირება ამ სამსახურის, რომელსაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ავალია, დაუშვებლად მიმაჩნია. არგუმენტებით უნდა ილაპარაკონ. არგუმენტები არ აქვთ, რა უნდა თქვან. მოდელი რომელიც მათი ხელისუფლების დრო მოქმედებდა, სადაც აბსოლუტურად უკონტროლო იყო, ერთი კაცის ქვეშ იყო მოქცეული ეს სამსახური და გადაქცეული იყო ადამიანების დევნის ორგანოდ. დღეს ჩვენი სამსახურები, რომელსაც აქვს კონტროლი, მყარი გარანტიები აქვს, სასამართლო კონტროლი არის რამდენიმე დონის კოორდინირებული კონტროლი. შეიძლება კორექტირება შევიტანოთ, მარეგულირებელ კომისიას დამატებითი ფუნქციები მივცეთ“, -განაცხადა ეკა ბესელიამ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics