17:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 17:12:09, 1310 ნახვა

Lifestyle სხვადასხვა
ჩაკეტე Facebook-ი გასაღებით - ორმაგი დაცვა მომხმარებლებისთვის

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოციალურმა ქსელებმა ადამიანების ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ნაწილი დაიკავეს. ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო მეტად შეუწყო აღნიშნულს ხელი. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებს საკმაოდ ინტენსიურად ბიზნეს სექტორის წარმომადგენელბიც იყენებენ. აქედან გამომდინარე, რეგისტრირებული ანგარიშების უსაფთრხოება ინტერნეტში წინა პლანზე იწევს. 

სწორედ ამიტომ, Facebook-ი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ამბებს დიდ ყურადღებას უთმობს. რამდენიმე კვირის წინ სოციალურმა ქსელმა სპეციალური პორტალიც კი შესთავაზა ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო და საფრთხილო სეგმენტს – მშობლებსა და თინეიჯერებს. 

Facebook-ის ანგარიშებისთვის არსებობს ე.წ. ორნაბიჯიანი დაცვა, რომელიც მობილურზე sms-ად მოსულ კოდს მოითხოვს, მაგრამ ეს ხელსაწყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ვერ აგვარებს.

Facebook – მა გადაწყვიტა უსაფრთხოების მაქსიმალურად დასაცავად ხელშესახები გასაღები შეექმნა. 

Login approvals – ორსაფეხურიანი დაცვის სისტემაა, რომელიც თქვენს პირად ანგარიშს იცავს უცხო ხელში აღმოჩენისგან. ნაკლებად სავარაუდოა, ყოველ წამს მობილურზე გვქონდეს წვდომა – შეიძლება დაჯდეს, დაიკარგოს ან უბრალოდ არ ფუნქციონირებდეს. ამ დროს უცხო desktop-იდან თქვენს ანგარიშზე შესვლა დამატებით ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.

Facebook – ის შემოთავაზება, ,,ხელშესახები გასაღები”, მომხმარებლს დამატებით უსაფრთხოებასა და კომფორტს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ, ანგარიშს დაუკავშიროთ ახალი ხელსაწყო, რომელიც USB-სთან იქნება ინტეგრირებული.

Facebook Security Settings -ში შესვლის შემდეგ, როგორც ამას ქვემოთ ხედავთ, შეძლებთ გაააქტიუროთ ფუნქცია. მნიშვნელოვანია, რომ ხელშესახები გასაღები არა მხოლოდ facebook ანგარიშისთვის, არამედ google, dropbox და სხვა პლატფორმებისთვისაც იმუშავებს. ფუნქციის გამოსაყენებლად არ დაგავიწყდეთ chrome-ის უახლესი ვერსიის დაყენება.

Facebook გასაღების შეძენა შეგიძლიათ ამ ლინკზე. (წყარო: socialsharks)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics