14:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 14:14:06, 2053 ნახვა

სამართალი კომენტარი
ოთარ კახიძე ცერცვაძის საქმეზე: შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

„ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ექსტრადირების  ხელშეწყობა.

„საპარლამენტო უმრავლესობის სამარცხვინო განცხადება არ შეიძლება ადამიანმა სერიოზულად შეაფასოს. ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, როგორ ითანამშრომლეს რუსეთის ფედერაციასთან გია ცერცვაძის მონაცემებზე, არაფერი გააკეთეს, რომ ინტერპოლის ძებნაზე არ დაესვათ და ძებნილი პირი საზღვარზე გაატარეს. არ აღიარებენ არც ერთ პრობლემას და არ იღებენ პასუხისმგებლობას. ეს მათი ხელწერაა. ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის გათავისუფლებას  ვულოცავ მის ყველა გულშემატკივარს და ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მისი გათავისუფლების საქმეში. მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ არ მოხდეს ქართველ ჯარისკაცებთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობა და მათი ექსტრადირების ხელშეწყობა. ამისთვის კი, უნდა გამოვლინდეს ყველა ის პირი, ვინც ბრალეული ქმედებით ხელი შეუწყო ამ ყველაფერს. უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა კახიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics