23:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-24 14:46:25, 1749 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციაში სამუდამოდ უნდა შევიდეს ისეთი ფუნდამენტალური ცვლილებები, რომელიც დროს გაუძლებს

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში სამუდამოდ უნდა შევიდეს ისეთი ფუნდამენტალური ცვლილებები, რომელიც დროს გაუძლებს.

როგორც კობახიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კონსტიტუციაში შესული ცვლილებები უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას.

„მნიშვნელოვანია, ის პროდუქტი, რომელიც შეიქმნება კომისიის მიერ და არანაკლებად მნიშვნელოვანია პროდუქტის შექმნის პროცესიც. კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს კონსესუსის საფუძველზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსესუსი კომისიის ფორმატში იყოს მიღწეული. ჩემი აზრით, არსებობს რესურსი, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი გადამუშავდეს და მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ფართო სპექტრისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა კობახიძემ.

კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე დამსწრე წევრებს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველა მიმართულების სუბიექტი კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში ჩართულია.

„პროცესში ჩართულია ყველა მიმართულების სუბიექტი, რომელიც საქართველოში ჯანსაღი კონსტიტუციის არსებობით არის დაინტერესებული“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან მწუხარება გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ ეტაპზე კომისიაში მუშაობაზე უარია მიღებული.

„ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში, კონსულტაციების ფარგლებში გადაიხედება და უზრუნველყოფილი იქნება ამ კონსტიტუციური ორგანოს ჩართულობა კომისიის მუშაობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics