|
2016-12-13 17:44:09, 1510 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე ლარის კურსზე: მცურავი კურსი აღარ არის, ეს დამხვრჩვალი კურსია
„ერთადერთი მესიჯი, რომელიც თქვენ ლართან დაკავშირებით გაქვთ არის ის რაც წეღან გაახმოვანა თქვენმა პირველმა მოადგილემ „არ დაუჯეროთ“, კი ბატონო თქვენ ნუ დაიჯერებთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა და ვხედავთ, რომ ქვეყანა შედის ძალიან ღრმა კრიზისში, საიდანაც გამოყვანა თქვენი მთავრობის პირობებში უბრალოდ შეუძლებელი იქნება“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებას. ბაქრაძის თქმით, მთავრობის წევრების და ეკონომიკური გუნდის მინისტრების ყველა საჯარო გამოჩენა უარყოფითად აისახება ლარზე. „დღეს პრაქტიკულად ლარის კურსის ხუთ პუნქტიანი ვარდნა გვაქვს. 1 დოლარმა შეადგინა 2, 6599 ლარი. ეს არის ძალიან სერიოზული ვარდნა. წეღან მოვისმინეთ, რომ ეს არის მცურავი კურსი. ბატონებო მე შეიძლება ვთვლიდე, რომ არ შეგიძლიათ ლარის დასტაბილურება, არ შეგიძლიათ ეკონომიკის წინ წაყვანა, არ შეგიძლიათ ქვეყნის მართვა, მაგრამ ნამდვილად არ მჯერა, რომ ცურვა მაინც არ იცით. ცურვა ნიშნავს იმას, რომ როდესაც ზედაპირზე იმყოფები, როდესაც მუდმივად ქვევით, ქვევით ეშვები, ეს ცურვა აღარ არის. ეს მცურავი კურსი აღარ არის. ეს არის უკვე დამხრჩვალი კურსი, რა მდგომარეობაშიც და რა კურსამდეც თქვენს მიერ გატარებულმა ნაბიჯებმა მიიყვანა ლარი. მთელი ამ დისკუსიის ფონზე მე ვფიქრობ, ეს არის პრაქტიკული და კონკრეტული პასუხი იმისა, თუ როგორ იქცევა მთავრობა, როგორ რეაგირებს ბაზარი, როგორ რეაგირებს ეკონომიკა თქვენს ნაბიჯებზე, თქვენს გამოჩენაზე და იმ ინიციატივებზე, რომელსაც თქვენ აცნობთ საზოგადოებას“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, არ დაიჯეროთ, ყველაფერი კარგად იქნება, - ასე უპასუხა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ფინანასთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა. "დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)