18:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 15:46:33, 2234 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: ხარჯები შეიძლება, მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე შევამციროთ, თუმცა შტატების ოპტიმიზაციაც მოგვიწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ოპტიმიზაცია შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილებების, კადრების გათავისუფლების გარეშეც მოხდეს.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების  ბევრი რესურსი გააჩნიათ. თუმცა, მისივე განმარტებით,  ზოგიერთ შემთხვევაში, შტატების ოპტიმიზაცია მოუწევთ:

„ჩვენ გვაქვს უამრავი რესურსი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების. არ არის აუცილებელი მეაათე  ხარისხოვან კონფერენციებზე  ნახევარი სამინისტროების დასწრება  და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთ შემთხვევებს ვაწყდებით და კიდევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება, რომ საერთოდ   ყველანაირი მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე  შევამციროთ,  და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პროპორციულად 10% ადამიანები შევამციროთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპტიმიზაციაც, იქ სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics