13:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 18:42:03, 1122 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: "ენმ"-ს წევრებმა თავისთვის, პატარა ჯოჯოხეთი მოაწყვეს და თვითონვე იხრუკებოდნენ მის ცეცხლში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თავისთვის პატარა კუთხეში ჯოჯოხეთი მოაწყვეს და თვითონვე იხრუკებოდნენ მის ცეცხლში, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გუშინდელ გამოსვლას.   

როგორც სუბარმა აღნიშნა, დღეს უმცირესობის წევრები ბევრად უფრო საგნობრივ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას. 

“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე ასე გაგრძელდება საპარლამენტო განხილვა. დღეს პირველად როდესაც, ოპოზიციის მხრიდან კითხვები არის საგნობრივი და არა რაღაც უაზრო ბრალდებები რასაც, გუშინ ჰქონდა ადგილი. არ მჯერა, რომ მათგან რამე კონსტრუქციულობა მოსალოდნელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს თავშეკავებულად იქცეოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელმა ქცევამ გამახსენა, რომ იმუქრებოდნენ ჯოჯოხეთად ვაქცევთ პარლამენტსო. მოაწყვეს თავისთვის პატარა კუთხეში ჯოჯოხეთი და იხრუკებოდნენ მის ცეცხლში თვითონვე”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics