2016-11-11 16:18:55, 1267 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ რაიმე შემოთავაზება არ ჰქონია
„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის ზურაბ აბაშიძის მტკიცებით, ამ დრომდე „ქართული ოცნებიდან“ რაიმე შემოთავაზება არ ჰქონია.
თუმცა აბაშიძის თქმით, მისი პოზიცია უკვე ცნობილია, რომელიც „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერას უკავშირდება.
„არ მქონია შემოთავაზება. მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვთქვი, რომ მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“ მეორე ტურში, ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა. ხვალ სად ვიქნები, როგორ ვიქნები, ამას დრო გვიჩვენებს“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან