14:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 13:01:28, 1827 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: მსოფლიო ბანკის რეიტინგში 7-საფეხურიანი ნახტომი, ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგში 7-საფეხურიანი ნახტომი ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

"მსოფლიო ბანკის რეიტინგში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ფაქტობრივად, შვიდი საფეხურით აიწია საქართველომ, 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე ბიზნესის კეთების მსოფლიო რეიტინგში. ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, ძალიან მნიშნელოვანი ცვლილება, ვინაიდან საქართველო შედის წამყვან ქვეყნებში. 7-საფეხურიანი ცვლილება ერთი წლის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი, დადებითი ნახტომი ამ მიმართულებით, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც საქართველოში ინვესტირებას ფიქრობს ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა  -  „ბიზნესის წარმოება 2017  თანასწორი შესაძლებლობები ყველასათვის“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics