11:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 21:14:04, 809 ნახვა

სამართალი
მიხეილ ჯანელიძე: დღეს საქართველო ლიდერია, როგორც მედიის თავისუფლების, ასევე სასამართლო თუ სხვა რეფორმების კუთხით

"დღეს საქართველო ცალსახად აღიარებულია ლიდერად როგორც მედიის თავისუფლების კუთხით, ასევე სასამართლო თუ სხვა რეფორმების კუთხით" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, "რუსთავი 2”-თან დაკავშირებით პროცესი საქართველოს პარტნიორების მხრიდანაც დიდი დაკვირვების ქვეშ არის, რადგანაც ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საქართველოს დემოკრატიული განვითარების.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს მედია გარემოს რაიმე საფრთხე შეექმნას, ასევე სარედაქციო პოლიტიკა რაიმე ზეწოლის ქვეშ იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესებში არ იყოს ჩარევა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან და მთავრობის მხრიდან ძირითადი მოწოდებები და მიდგომა ამ მიმართულებით არის. 

„მე ვსაუბრობ ინტერესზე, რომელიც დემოკრატიული პროცესების მიმართ არსებობს, მაგრამ ეს კითხვები არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ცალსახად მინდა გავმიჯნო, ყოველთვის იყო და იქნება ინტერესი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და პარტნიორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. დღეს საქართველო ცალსახად აღიარებულია ლიდერად როგორც მედიის თავისუფლების კუთხით, ასევე სასამართლო თუ სხვა რეფორმების კუთხით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯანელიძის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროკავშირში მიმდინარე კრიზისიდან და პროცესებიდან გამომდინარე წყდება.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics