2016-06-08 15:51:26, 1031 ნახვა
სამართალი
პაატა ბურჭულაძის ოფისი გაქურდეს
პაატა ბურჭულაძის პარტიის "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისი გაქურდეს.
როგორც "ექსპრენიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, წაღებულია პარტიის ხელმძღვანელის მდივნის კომპიუტერი.
"აღმაშენებლის 150-ში მდებარე ოფისიდან მოპარულია მდივნის პირადი კომპიუტერი. გუშინ საღამოს დატოვა მდივანმა კომპიუტერი და დილას აღარ დახვდა. ამ ეტაპზე, გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და ისინი ადგილზე სწავლობენ მომხდარს", - აცხადებენ პარტიის ოფისში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან