2016-06-06 16:57:42, 826 ნახვა
სამართალი
ისანში ახალგაზრდა ქალბატონი დაჭრეს
ისანში, გარე კახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალბატონი დაჭრეს.
დაჭრილი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან