00:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 15:13:38, 933 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახური: შპს iphone+ და შპს Apple city ექსპლუატაციაში მყოფ ტელეფონებს ყიდდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს iphone+ და შპს Apple city-ში შევიდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, ამის მიზეზი მომხმარებელთათვის ექსპლუატაციაში მყოფი ტელეფონების მიყიდვა გახდა.

„შპს iphone+ და შპს Apple city მიმართ დაწყებულია გამოძიება. განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები და შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აღნიშნული ტელეფონები ექსპლუატაციაში იყო ნამყოფი ანუ არ იყო ქარხნულად ახალი.

რეალურად, მაღაზიაში აწვდნინენ როგორც ახალ ტელეფონებს, რითაც მომხმარებლები სერიოზულად ზარალდებოდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და ქსელიდან ამოვიღებთ იმ ტელეფონებს, რომლებზეც არის ეჭვი, რომ მეორადია"- განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics