2016-05-29 11:41:55, 685 ნახვა
სხვადასხვა
უბედური შემთხვევის შედეგად ჟურნალისტი ზვიად თხელიძე დაიღუპა
უბედური შემთხვევის შედეგად ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ხადას ხეობაში დაიღუპა.
„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, თხელიძე ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა, მას გადასაღები აპარატი მდინარეში ჩაუვარდა, მისი ამოღების მცდელობისას კი მდინარის დინებამ გაიტაცა.
მაშველებმა მისი ცხედარი დილით, გამთენიისას იპოვეს.
„ექსპრესნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის დაღუპვის გამო და მის ოჯახს უსამძიმრებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან