12:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 10:17:55, 558 ნახვა

რეგიონი
შსს-ს მაშველებმა თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების და თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს.

უწყების ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თუშეთში, სოფელ შავწყალაში, ადგილობრივი მწყემსი ღრმა ხევში ჩავარდა და დახმარებას საჭიროებდა.

„შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი. ღონისძიებაში ჩაერთო შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მაშველებმა მწყემსი მალევე იპოვეს და ხევიდან უვნებლად ამოყვანეს. მამაკაცს ხევში ჩავარდნის დროს მცირე ტრავმები ჰქონდა მიღებული. იგი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics