14:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 11:16:25, 833 ნახვა

სამართალი
პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასთან დაკავშირებით, სანქციების გამკაცრების კანონპროექტი მზად არის

სისხლის სამართლის კოდექსს შესაძლოა, ახალი მუხლი დაემატოს, რომელიც პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარედგინება.

„პრემიერის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა და ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან, მთავარ პროკურტურასთან კონსულტაციის შედეგად, ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს ახალი მუხლი. ეს მუხლი სისხლის სამართლის წესით დასჯადს გახდის ძალადობას ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, აგიტაციის ადგილას ან თუნდაც მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს მუხლი იქნება სხვადასხვა ნაწილისგან შემდგარი, თუკი საქმე გვაქვს  ჯგუფურად ჩადენილ ქმედებასთან, აქ შეიძლება, ჩვენი შეთავაზებით, სანქცია ოთხ წლამდე პატიმრობაზეც კი გავიდეს, ხოლო შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, სადაც პირს არ მიუღია ფიზიკური დაზიანება, სასჯელი, რომელსაც ექნებოდა გადამარწმუნებელი ეფექტი, შეიძლება იყოს ჯარიმა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ეს არის იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბებული პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად მინისტრთა შემადგენლობას 27 მაისის მთავრობის სხდომაზე წარუდგენს“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის სამინისტროს გუშინ მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics