|
2016-05-24 11:51:46, 837 ნახვა
სამართალი
შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა რებრენდინგის შედეგებზე პრეზენტაცია გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროში, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს რებრენდინგის საფუძველზე, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა. შსს-ს ინფორმაციით, ახალი დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, რებრენდინგის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაესწრო. პრეზენტაციაზე კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის განახლებული ფუნქციები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო წარმოდგენილი. შეხვედრაში შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სსიპ-ების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც შსს-ს სისტემის განვითარების საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის პროცესში არიან ჩართულნი. შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების, სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირებისა და მოწინავე მიდგომების სისტემაში დანერგვის მიზნით, განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. კოორდინირებული საქმიანობის აღნიშნული ფორმატი უწყებაში მიმდინარე განვითარების პროცესების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)