10:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 13:18:08, 814 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა.

მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა გაუარესებულია.

უჩა ნანუაშვილს შენიშვნები პროკურატურასთანაც აქვს. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატის მიერ წარდგენილი 11 წინანადებიდან მხოლოდ ერთზე მოხდა ბრალის წარდგენა, იმის მიუხედავად რომ მტკიცებულებები სხვა საქმეებშიც იყო.

„გასულ წელთან შედარებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტები გაიზარდა. გაიზარდა სახალხო დამცველის ოფისში შემოსული განცხადებების რაოდენობა. შესაბამისად ჩვენს მიერ პროკურატურაში იყო გაგზავნილი 11 წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 11 კონკრეტული შემთხვევიდან მხოლოდ 1 შემთხვევაში მოხდა ბრალის წაყენება კონკრეტული დამნაშავის მიმართ. ეს იყო ადვოკატის ცემის ფაქტზე წარდგენილი ბრალდება. დანარჩენ შემთხვევებშიც იყო მტკიცებულებები, სამედიცინო ჩანაწერები იყო, ასევე ჩვენებები, სამწუხაროდ არ მოხდა მათი გათვალისწინება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics