2016-05-16 21:50:04, 705 ნახვა
სხვადასხვა
ხვალ აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება
17 მაისს, დილის 10:00 საათიდან, 48 საათის განმავლობაში, ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე (მირიან მეფის ქუჩისა და ‘’გუდვილის’’ გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე).
არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან