|
2016-05-05 18:53:29, 809 ნახვა
სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განცხადება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ანა დოლიძემ, თამარ ლალიაშვილმა და ნონა თოდუამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება გააკეთეს. „რამდენიმე თვეა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს, ჩვენი, როგორც უზენაესი სასამარლოს კანდიდატების განხილვის პროცედურები. გუშინ, პარლამენტის წევრების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა. არასწორია, როდესაც მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კვალიფიკაციასა თუ სხვა საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის მაღალ სტატუსს და სამართლიანი სასამართლოს იდეას. კულუარული გარიგებები ვერ გადაწყვეტს სასამართლოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, საზოგადოება სამარლიანი მართმსაჯულების მოლოდინშია. ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ თითოეული კანდიდატის ცოდნის, განათლების, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის ხარისხის გათვალისწინებით", - აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)