18:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 09:43:54, 839 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ერთობლივი მოქმედების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, იალღუჯაზე, შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჩვენებელი წვრთნა ჩატარდა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში, ევროკავშირის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინიციატივით ორგანიზებული ღონისძიება მიზნად ისახავდა შსს-ს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოების კონტროლს გააუმჯობესებს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს. სასწავლო წვთნებში ჩართულები იყვნენ: შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველო, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებისთვის ჯავშანტექნიკის, იარაღების და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics