2016-04-22 15:31:56, 843 ნახვა
სამართალი
დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ესიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
დედა-შვილი კვეზერელების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ესიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მას სასამართლომ თავისუფლების სანაცვლოდ 3000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა, თუმცა სახელწმიფო ბრალდება 5000 ლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ესიაშვილი სასამართლო პროცესზე ბადრაგის გარეშე მივიდა. მისი თქმით, ის პატიმრობიდან პროკურატურამაც გაათავისუფლა.
რა შემხებლობა აქვს დედა-შვილის მკვლელობის საქმესთან ზურაბ ესიაშვილს, ამის თაობაზე არც თავად ესიაშვილი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან