|
2016-04-22 14:28:01, 624 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეთა ბინებით უზრუნველყოფის თემაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის თემაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სავსებით ლეგიტიმურად მოექცა. თუმცა, საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, რომელიც სასამართლო დამოუკიდებლობას და მის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს. განცხადების მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დროის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს საკითხი გადაწყვიტოს სრულფასოვნად, კითხვის ნიშნების გარეშე, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული საკანონმდებლო რეგულაცია არ გახდეს სპეკულირების საგანი და არ იყოს გამოყენებული სასამართლოს რეპუტაციის დასაკნინებლად, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქვს ადგილი“. „საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ბოლო დღეებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საბინაო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული არაერთი მოსაზრების გამო, რომელთა შორის, სამწუხაროდ, იყო ისეთებიც, რომლებიც შეურაცხყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის თითოეულ მოქმედ თუ ყოფილ წევრს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილმდებარეობად ბათუმის განსაზღვრის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით, გადაეცათ საცხოვრებელი ბინები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების დღიდან მოქმედებს და რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ცხოვრების ღირსეული პირობებით უზრუნველყოფას. მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სავსებით ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას, მის მიუკერძოებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებები მეტყველებს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო შეფასებებისგან. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კანონიდან მომდინარე ვალდებულება, მოსამართლეთა საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეუქმნას მათ სათანადო სოციალური გარანტიები, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცებას და, თავისთავად, ვერ დააყენებს კითხვის ქვეშ მათ მიუკერძოებლობას. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის, კანონმდებლობის დახვეწისა და მეტი განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სახის სპეკულაციებს ამ საკითხის ირგვლივ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიუთითებს ხელისუფლებას იმაზე, თუ რა სახით უნდა იქნეს შესრულებული კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დროის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს საკითხი გადაწყვიტოს სრულფასოვნად, კითხვის ნიშნების გარეშე, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული საკანონმდებლო რეგულაცია არ გახდეს სპეკულირების საგანი და არ იქნეს გამოყენებული სასამართლოს რეპუტაციის დასაკნინებლად, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქვს ადგილი",- ნათქვამია განცხადებაში.
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)