15:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 16:37:16, 748 ნახვა

სამართალი
ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და მარიხუანას შემოტანის უკანონო მცდელობა გამოვლინდა

 შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივმა ძაღლმა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა   14 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“შემოსულ ავტომობილში აღმოაჩინა.

როგორც “ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ავტომობილი, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ჰ.ა. მართავდა, რისკების პროგრამის საფუძველზე დაათვალიერეს.

მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის სადახლოს განყოფილებას.

ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს14აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა.რუსეთის მოქალაქე მ.ჩ.-ისა და სომხეთის მოქალაქე მ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა მედიკამენტები PREGABALIN RIXTERდაTRAMADOL PARACETAMOL (შესაბამისად,14 და 20აბი).

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics