|
2016-04-13 17:41:32, 790 ნახვა
სამართალი
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული პირები - ზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯამალაშვილს, ირაკლი ფხალაძისა და გელა ღურწკაიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმე „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორ ელისო კილაძის ოფისში მიტანილ კადრებს ეხება, რის გამოც ღურწკაია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. როგორც ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურას დაკავებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ გააჩნია. გელა ღურწკაიას ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული აღიარებს, რომ სანამ კადრებს "ქრონიკა პლუსის" რედაქტორს მიუტანდა, მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ამავე საქმეში ბრალდებულმა კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ, 1000 ლარის სანაცვლოდ გადასცა. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ გელა ღურწკაიას და ზურაბ ჯამალაშვილს, პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. შეგახსენებთ, პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. ინგა ჩატოიანის გარდა, ოთხივე დაკავებულია. ჩატოიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)