|
2016-04-12 16:27:57, 819 ნახვა
სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კამპანიის „სამართალი ითხოვს“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. მისივე თქმით, კამპანია „სამართალი ითხოვს“ არის მოქალაქეების და ის მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ კამპანიაში. ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ კამპანიის ფარგლებში ქუჩის აქციები განხორციელდეს. ნაცვლიშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს აღარ ჰქონდეთ უფლებამოსილება საქმეები თვითნებურად სხვადასხვა მოსამართლეებს მიაწერონ. მისივე თქმით, კამპანიას „სამართალი ითხოვს“ აქტიური კომუნიკაცია ექნება, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე, იუსტიციის სამინისტროსთან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)