02:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 14:21:39, 727 ნახვა

სამართალი
გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმის განხილვა 17 მაისამდე გადაიდო

გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" სასამართლო პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო 17 მაისამდე გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ დაცვის მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა - ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმება არ დააკმაყოფილა.

საქმის მასალები 9 ტომისგან შედგება, რის გასაცნობად დაცვის მხარეს ვადა 17 მაისამდე აქვს.

შეგახსენებთ, რომ პირველი განცხადება ბრალდებულმა კვე გააკეთა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და დაინტერესებულია ჭეშმარიტების დადგენაში. მისივე თქმით, სასამართლოსთან ითანამშრომლებს.

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე იგივე "მასტერა" თბილისში 22 მარტს ჩამოიყვანეს. იგი ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს. დგებუაძეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება.

ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა. 47 წლის გიორგი დგებუაძე საქართველოდან წლების წინ წავიდა, მის დასაკავებლად კი პროკურატურამ 2013 წელსვე ინტერპოლს მიმართა.

გამოძიება დგებუაძეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics