|
2016-04-06 13:02:47, 740 ნახვა
სამართალი
გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ პატიმრობაში რჩება
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ პატიმრობაში რჩება. დაცვის მხარე დგებუაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ მის მიმართ პროცესუალური ნორმები დაიღვა. "პროცესუალურად, არის ის დღე, როდესაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული აღკვეთის ღონისძიების დატოვების შეცვლის საკითხი, ამიტომ ჩვენ ბუნებრივია დავაყენებთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობის. ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო", - განაცხადა ადვოკატმა დავით აბესაძემ პროცესის დაწყებამდე. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და გიორგი დგებუაძე პატიმრობაში დატოვა. დგებუაძის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე 17 მაისამდე გადაიდო. ადვოკატის მთავარი არგუმენტი სხდომის გადადებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ გია დგებუაძე, როგორც ბრალდებული, ამ ეტაპზე არ გაცნობია საქმის იმ მასალებს, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში გადაგზავნა და ასევე, იმ მტკიცებულებებს, რომელიც გამოძიებამ მის წინააღდეგ მოიპოვა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ბრალდებული სასამართლოს წინაშე ექსტრადირების შემდეგ პირველად წარსდგა. შეგახსენებთ, რომ მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)