2016-03-31 16:11:05, 626 ნახვა
სამართალი
პაპიძე: ნუ აკეთებთ აქცენტს, რომ დანაშაული ჩემი ჩადენილია, გული მაქვს გაგლეჯილი
"მინდა გთხოვოთ, ნუ აკეთებთ აქცენტს, რომ დანაშაული ჩემი ჩადენილია. ესაა შემთხვევა, რომელიც დასამტკიცებელია", - ამის შესახებ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"გული მაქვს გაგლეჯილი, ჩემი ქმარ- შვილი ჩემს აზროვნებაში გარდაცვლილები არ არიან. ტრასაზე ვიდექი და სასწრაფოს ხელით ვანიშნებდი, სად ვიყავი, მე არ დავმალულვარ. დაკონკრეტებით ნუ ისაუბრებთ, რომ ჩემს მიერ დანაშაულია ჩადენილი", - განცხადა პაპიძემ.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან