2016-03-29 23:11:36, 709 ნახვა
სამართალი
ალასანია: რეგიონებში უშიშროების თანამშრომლები აწარმოებენ ფარულ მიყურადებას და თვალთვალს
"რეგიონებში უშიშროების თანამშრომლები აწარმოებენ ფარულ მიყურადებას და თვალთვალს" - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
ალასანიას თქმით, უშიშროების სტრუქტურებს ფარულ მიყურადება და თვალთვალი აქვთ დავალებული.
“პირადად მე, ბოლო ორი თვის განმავლობაში სადაც კი ჩავედი, რომელ რეგიონშიც ვიყავი, უშიშროების ადგილობრივი თანამშრომლები დადიან და აწარმოებენ ფარულ მიყურადებას და თვალთვალს. მათ ეს დავალება აქვთ მიღებული. უშიშროების სტრუქტურებს აქვთ დღესაც ეს დავალება," - განაცხადა ალასანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან