13:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-12 20:06:50, 637 ნახვა

სამართალი
რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან 1 წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, ნეტგაზეთისა და ბათუმელების, დამფუძნებლის საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პირველივე დღიდანაა ჩართული და მზიას უფლებებს იცავს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სასამართლოში.

ქართული მართლმსაჯულება აშკარად უგულვებელყოფს მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებასა და საქმესთან დაკავშირებულ სხვა დარღვევებს.

მზიას საქმეში სხვადასხვა დარღვევაზე სამართლებრივი ბრძოლა გრძელდება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს." - წერია საიას განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. იმავე წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics