12:51 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-16 12:38:59, 13271 ნახვა

საზოგადოება
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

თიბისისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ორგანიზებით, თიბისის კორპორატიული კლიენტებისთვის სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი გაიმართა - ღონისძიება შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს(SECO) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. მასტერკლასს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ღონისძიების მიზანი სანქციებთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდა, რისკების შემცირება და შედეგად, ბიზნეს საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნება იყო.

მასტერკლასს საკონსულტაციო კომპანია Skyward Solutions-ის ექსპერტები უძღვებოდნენ. სპიკერებმა დამსწრეებს პრაქტიკული ინფორმაცია გაუზიარეს: სად და როგორ მოძებნონ სანქციების შესახებ ინფორმაცია, როგორ მოახდინონ რისკების იდენტიფიცირება და მართვა; ასევე, როგორ იპოვონ სანდო კომპანიები და არხები საერთაშორისო ვაჭრობისას. 

თიბისი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ზედმიწევნით მიჰყვება ყველა საერთაშორისო რეგულაციას, რაც ბანკისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამის პარალელურად, ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო რეგულაციებზე სრულყოფილი ინფორმაცია პარტნიორებსაც მიაწოდოს, რაც კომპანიებს დაეხმარება წინასწარ გააანალიზონ რისკები და შექმნან სტაბილური და დაცული ბიზნესგარემო.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics