15:15 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-08 11:01:28, 8524 ნახვა

ეკონომიკა
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

შოპინგის სახალისო ნაწილი ყველას უყვარს, იქნება ეს ნივთების ყიდვა ახალი ჰობისთვის, საჩუქრების არჩევა საყვარელი ადამიანებისთვის, თუ გარდერობის ან ტექნიკის განახლება. თუმცა ხშირ შემთხვევაში,  ჩვენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი არა სახალისო, არამედ რუტინულ შოპინგზე იხარჯება. 

სურსათი, საწმენდი საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილმანები, რაც თვის განმავლობაში შეუმჩნევლად გროვდება - ეს აუცილებელი ხარჯები ჩვენი ფინანსური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმ შემთხვევაშიც, როცა მათგან ვერავითარ სარგებელს ვიღებთ.

თუმცა თიბისის ერგული საკრედიტო ბარათის დახმარებით შეგიძლია, შეიმსუბუქო ყოველდღიური ხარჯების ტვირთი და რუტინული შოპინგი უფრო სახალისო გახადო.

ამისთვის საყიდლების სიის შეცვლა საერთოდ არ დაგჭირდება. საკმარისია, გადაიხადო თიბისის ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც იხდი, და უფრო მეტი ქეშბექი ავტომატურად დაგიბრუნდება ერთგულის საფულეში.

მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე მეტ ფულს სურსათზე ხარჯავ, მედიკამენტებზე თუ თავის მოვლის საშუალებებზე, რადგან 12%-მდე ქეშბექს ერთგულის 4 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში დაიბრუნებ. თანაც ეს ყველაფერი მრავალჯერადად. გარდა ამისა, შერჩეულ ობიექტებში 50%-მდე ქეშბექ შეთავაზებებსაც რეგულარულად მიიღებ.

ამასთან, ერთგული ბარათის დაფარვის მოქნილი პირობები საშუალებას გაძლევს, საკრედიტო ბარათი შენი საჭიროებისა და სურვილისამებრ გამოიყენო. დავალიანების სრულად დაფარვა კი მაქსიმუმ 55 დღეში შეგიძლია ისე, რომ წლიური პროცენტი არ დაგერიცხება.

რაც მთავარია, ლიმიტის დამტკიცება და ბარათის აღება 1-2 წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე, მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. ერთგული ბარათის ციფრულ საფულეში გადატანას და ლიმიტით სარგებლობას კი მომენტალურად შეძლებ.

რუტინული შოპინგი გარდაუვალია, თუმცა ის ტვირთად არ უნდა იქცეს. თუ სადებეტო ბარათს ყოველკვირეულად ათობით მაღაზიაში ისედაც ატარებ, შეცვალე ის ერთგული საკრედიტო ბარათით, და აქციე თითოეული გადახადა უფრო მეტ სარგებლად.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics